ნერწყვდენა ძილში

ნერწყვდენა ძილში

დილით ბალიშზე სველი ლაქა შეგიმჩნევიათ?

რეგულარულად გამოვიმუშავებთ ნერწყვს და მაშინაც კი, როდესაც გვძინავს. როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ძილში ნერწყვდენა ნორმალურია.

ძილში ნერწყვდენის მიზეზია: 

• ძილის პოზა (ხშირია გვერდულად და მუცელზე წოლის მოყვარულებში); 
• გაციება, ინფექცია, ალერგია; 
• გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება; 
• ძილის ობსტრუქციული აპნოე; 
• კბილების კრაჭუნი;
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• ნეიროდეგენერაციული დაავადება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ძილში ნერწყვდენა ნორმალურია, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ნერწყვის რაოდენობა საყურადღებოა ან ამ სიმპტომს თან ერთვის სხვა უჩვეულო ტიპის დისკომფორტი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

 

  

წყარო:  

https://www.sleepfoundation.org/sleep-faqs/drooling-in-your-sleep