რა დანიშნულება აქვს დიურეტიკს?
დიურეტიკს მარტივი ფუნქცია აქვს - ორგანიზმიდან უნდა გამოდევნოს ჭარბად აკუმულირებული წყალი და მარილი. რა გზით აღწევს ამ შედეგს? მოშარდვით - სწორედ ეს ბუნებრივი ეფექტი დგება, როდესაც შარდმდენ პროდუქტებს იღებთ.
გაითვალისწინეთ, ყველაზე ჯანსაღი ხილი და ბოსტნეულიც კი შეიძლება გადაიქცეს შხამად თუ ჭარბი დოზით მოიხმართ, რეკომენდებულზე მეტს მიიღებთ. თუ ანამნეზში ატარებთ რომელიმე დაავადებას და დანიშნული გაქვთ სამკურნალო შარდმდენი (მედიკამენტის სახით) დაუშვებელია თვითნებურად შეცვალოთ კვების რაციონი და წამლის დოზა. ეს რეკომენდაცია განკუთვნილია პრაქტიკულად ჯანმრთელი პირებისთვის.
ბუნებრივი შარდმდენი პროდუქტებია:
- ლიმონი;
- ხახვი;
- ნიორი;
- ბულგარული წიწაკა;
- საზამთრო;
- კიტრი;
- ყურძენი;
- სატაცური;
- ანანასი;
- კოფეინი;
- ოხრახუში.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/natural-diuretics
