თუ მოხრილი ხართ ჩვენი რეკომენდაცია სხეულის პოზის გასწორებაში დაგეხმარებათ

თუ მოხრილი ხართ ჩვენი რეკომენდაცია სხეულის პოზის გასწორებაში დაგეხმარებათ

რომ არ მოიხაროთ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ სწორი პოზის შესახებ და აკონტროლოთ სხეულის მდგომარეობა.

როდესაც სიარულის, წოლისა თუ ჯდომის დროს სწორი პოზა გიჭირავთ, ნაკლები სტრესი აწვება კუნთებსა და სახსრებს, შესაბამისად, მინიმუმამდე მცირდება დაჭიმულობის რისკი. როდესაც მოხრილი ხართ იძაბება კუნთები, გტკივათ ზურგი და სახსრები, მცირდება სისხლის მიმოქცევის უნარი - მოსალოდნელია სუნთქვის პრობლემა და დაღლილობა.

რეკომენდებულია:

  • შეძლებისდაგვარად უკან გადაიხარეთ;
  • ჯდომისას ზურგი ყოველთვის მიაყრდენით საზურგეს, ფეხები არ გადააჯვარედინოთ;
  • კომპიუტერისა თუ სხვა ელექტრომოწყობილობის ეკრანი, რომელსაც სქროლვისა თუ კითხვის, წერის დროს იყენებთ, თვალის სიმაღლეზე უნდა იყოს, ანუ სახის დაბლა დახრა არ უნდა გიწევდეთ;
  • ძალიან კარგი ფიზიკური დატვირთვაა პლანკა და ზურგის ვარჯიშები, რომელიც კედელზე მიყრდნობილმა უნდა შეასრულოთ (მოიძიეთ ინტერნეტში ფიტნესინსტრუქტორების ატვირთული მასალა და შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები პროგრამა).

 

 

 

 

წყარო:    

https://www.healthline.com/health/slouching