რა არის კომპიუტერული მხედველობის სინდრომი, ანუ თვალის ციფრული გადაძაბვა?
სტატიაში საუბარია დიაგნოზზე, რომელიც ეხება თვალის იმ პრობლემებს, რასაც იწვევს კომპიუტერის, მობილურის, ლეპტოპის ან სხვა ციფრული მოწყობილობის ეკრანი, ანუ მის წინ დიდი ხნით მუშაობა თუ სქროლვა.
ციფრული მოწყობილობის ეკრანიდან კითხვის დროს თვალი დიდი დატვირთვით მუშაობს - თუ მობილურს ან კომპიუტერს რეკომენდებულზე მეტ დროს უთმობთ მხედველობას ვნებთ, ეს სერიოზული სტრესია. კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია ეკრანთან დაიცვათ დისტანცია, ხშირად ახამხამოთ თვალი, შეძლებისდაგვარად დაისვენოთ.
გავრცელებული სიმპტომებია:
- თვალის გადაძაბვა, დაჭიმულობა;
- თავის ტკივილი;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თვალის სიმშრალე;
- კისრისა და მხრის ტკივილი.
სიმპტომებს იწვევს შემდეგი მდგომარეობა:
- ოთახში ცუდი განათება;
- ციფრულ ეკრანზე კაშკაშა სინათლე;
- ეკრანთან ძალიან ახლოს სხედხართ;
- ჯდომის მანერა, პოზა არასწორია;
- უკვე გაწუხებდათ მხედველობის პრობლემა და ყურადღება არ მიაქციეთ, ანუ არ მიმართეთ ოფთალმოლოგს;
- ამ ფაქტორთა კომბინაცია.
წყარო:
https://www.aoa.org/healthy-eyes/eye-and-vision-conditions/computer-vision-syndrome
