ამინდის გავლენა განწყობაზე, ენერგიულობაზე, მუშაობის სურვილზე

ამინდის გავლენა განწყობაზე, ენერგიულობაზე, მუშაობის სურვილზე

გეცვლებათ ხასიათი ამინდის მიხედვით?

ამინდი მოქმედებს ხასიათზე, განწყობაზე, ენერგიულობაზე, მენტალურ ფუნქციონირებაზე. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტორიც თუ როგორი ამინდი უყვარს პიროვნებას - ერთისთვის წვიმა დეპრესიული განწყობის მიზეზია, ხოლო მეორე პირი ქოლგით სიხარულით სეირნობს და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია როგორ კლიმატურ რეგიონში ცხოვრობთ, მაგალითად, უდაბნოს მიმდებარედ მყოფთათვის ღრუბელიც კი სიგრილესთან ასოცირდება.

მეცნიერებმა ამ თემაზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს - კვლევაში მონაწილეობდა 497 ადამიანი.

შედეგი ასე გამოიყურება:

  • ზაფხულის მოყვარულები - განწყობა უუმჯობესდებათ თბილ და მზიან ამინდში;
  • ზაფხულის მოძულენი - ხასიათი უფუჭდებათ თბილი და მზიანი ამინდის გამო;
  • წვიმის მოძულენი - ხასიათი უარყოფითია წვიმის დროს;
  • გამოიკვეთა კატეგორია, რომელსაც ამინდი ნაკლებად აღელვებს და მათ განწყობაზე გარემოს ტემპერატურა სერიოზულ კვალს არ ტოვებს.

მეცნიერთა აზრით, თბილი და მზიანი ამინდი აუმჯობესებს მეხსიერებას, ტვინი გაცილებით მარტივად იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას.

თავისთავად, დადებითი შედეგი აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, რადგან ადამიანები თბილ ამინდში გაცილებით მეტს სეირნობენ და ორგანიზმს მზის ვიტამინებით იმდიდრებენ. როგორც წესი, ცივი ამინდი ორგანიზმს უმოქმედობისკენ უბიძგებს - თავისთავად, ყინვაში ქუჩაში სეირნობას ტელევიზორის წინ მოკალათება გირჩევნიათ.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ზამთარში უენერგიობას გრძნობს. იგივე იკვეთება ზაფხულში, ჰაერის ზედმეტად მაღალი ტემპერატურისას - თავისთავად, სიცხეში რთულია ივარჯიშო ან ისეირნო და ერთადერთი, რაც ამ დროს ორგანიზმს უნდა ჩრდილში დასვენებაა.

და მაინც ქარი გიყვართ, მზე თუ წვიმა რეალობაა ის, რომ ოთხივე სეზონთან ადაპტირება უნდა შეძლოთ.

 

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/mental-health/weather-and-mood