რომელი საკვები უყვარს იმუნურ სისტემას - რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

რომელი საკვები უყვარს იმუნურ სისტემას - რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

როგორც მედიკოსები ამბობენ, ისეთი ორგანიზმი გაქვს, რითაც იკვებები.

და, დიახ, ეს ფაქტორი საიდუმლო აღარ არის - რაციონი უდიდეს გავლენას ახდენს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

წლების განმავლობაში ჩატარებულ არაერთ სამეცნიერო კვლევასა თუ ექსპერიმენტზე დაყრდნობით, ასევე სტატისტიკის მიხედვით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქრონიკული და ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებების საპრევენიოდ თუ სამკურნალოდ ორგანიზმს ეხმარება კარგად დაბალანსებული, მკვებავი ნივთიერებებითა და მინერალებით, ვიტამინებით გაჯერებული რაციონი.

იმუნიტეტი ორგანიზმის ერთგვარი ფარი, ჯავშანია, რომლის დახმარებითაც მავნე ბაქტერიების, ვირუსებისა თუ სხვა მიკრობების შემოჭრისგან იცავს თავს. როდესაც ეს ჯავშანი სუსტდება (საუბარია იმუნიტეტზე) ადამიანი მიდრეკილი ხდება გაციებისკენ, ინფექციებისკენ, ანთებითი პროცესებისკენ. სუსტი იმუნური სისტემის დროს ორგანიზმი ვეღარ ებრძვის მიკრობებს, შესაბამისად, საფრთხის წინაშე დგება თითქმის ყველა ორგანო და სისტემა.

იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

• კენკრა;
• თევზის ცხიმი;
• მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
• თხილეული და თესლეული;
• ციტრუსი; 
• შინაური ფრინველის ხორცი;
• ფერადი ბოსტნეული;
• იოგურტი; 
• კერძი ან სალათა, რომელიც მომზადებულია ზეითუნის ზეთში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.brownhealth.org/be-well/foods-boost-your-immune-system