რა არის ენდო მუცელი?
თუ მუცლის ძლიერი შებერილობა ორსულობით არ არის გამოწვეული სავსებით შესაძლებელია ენდომეტრიოზით იყოს განპირობებული. სიმპტომის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ მედიკამენტური თერაპია და რაციონის ცვლილება, ექიმის დანიშნულებით.
სტატისტიკის თანახმად, 15-დან 44 წლამდე ასაკის ამერიკელთა 11%-ზე მეტს ენდომეტრიოზით გამოწვეული ეფექტი აწუხებს. ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილს, უნაყოფობას, ძლიერ მენსტრუალურ სისხლდენასა და გასტროენტეროლოგიურ სიმპტომებს (დიარეა, გულისრევა, შეკრულობა, შებერილობა).
ენდო ღიპის ძირითადი სიმპტომია ძლიერი შებერილობა და განსაკუთრებით მენსტრუაციამდე ან უშუალოდ პერიოდის დროს. შებერილობა ნიშნავს იმას, რომ მუცელი სავსეა აირით და შედეგად ვიზუალურად ზომაშია მომატებული.
ენდო მუცლის გამო შესაძლოა გრძნობდეთ დისკომფორტს, ტკივილს, ზეწოლის შეგრძნებას მუცლისა და ზურგის არეში. მუცლის ქვედა არე შეშუპებულია დღეების, კვირის ან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ენდო მუცელი, ამბობს რომ ორსულს ჰგავს.
შეიძლება გამომწვევი მიზეზი სულაც არ იყოს ენდომეტრიოზი და შებერილობას გრძნობდეთ სრულიად სხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის გამო.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ შებერილობის მიზეზი თუ გეცნობათ შემდეგი სიმპტომები:
- შებერილი ხართ ხშირად;
- შებერილობა გრძელდება რამდენიმე დღეა;
- თან ახლავს ტკივილი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/endo-belly#when-to-get-care
