ამ ტიპის კუნთის ტკივილი ნამდვილად ამართლებს იმ სახელწოდებას, რომელიც მედიკოსებმა შეურჩიეს.
უშუალოდ ვარჯიშის დროს თუ დისკომფორტს არ გრძნობთ და თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა ფიზიკური აქტივობიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ შემაწუხებელი სიმპტომი გივლინდებათ, სავარაუდოდ, დაყოვნებით დაწყებული კუნთის ტკივილი გაქვთ.
კუნთის მწვავე ტკივილი გაქვთ თუ ტკივილს უჩივით უშუალოდ ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის დასრულებიდან ძალიან მალე.
დაყოვნებული, შენელებული კუნთის ტკივილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება ფიზიკური აქტივობიდან 12-24 საათის განმავლობაში და დისკომფორტი პიკს აღწევს ერთიდან 3 დღის ვადაში.
ვლინდება შემდეგი ნიშნები:
- კუნთის შეხებისას ტკივილი;
- ტკივილი კუნთის გაჭიმვისას;
- გაშეშებისა და ტკივილის ფონზე მოძრაობის უნარის შეზღუდვა;
- დაზიანებული კუნთის არეში შეშუპება;
- კუნთის დაღლილობა;
- პაციენტი მცირე დროით კუნთში ძალას კარგავს.
ძირითადად, გამომწვევი მიზეზია მაღალი ინტენსივობის ვარჯიში. დაყოვნებული, შენელებული კუნთის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული - მდგომარეობა მოსალოდნელია როგორც ათლეტის, ისე სპორტული აქტივობით გატაცებული რიგითი მოყვარულის ორგანიზმში.
ეს მდგომარეობა იშვიათად მოითხოვს სპეციფიკურ სამედიცინო ჩარევას, თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი შემთხვევების დროს:
- კუნთის ტკივილი გრძელდება 7 დღეზე მეტხანს;
- შარდი უჩვეულოდ მუქი ფერის გახდა;
- შენიშნეთ მწვავე შეშუპება კიდურებში.
წყარო:
https://www.healthline.com/health/doms#causes
