ამილოიდოზი - ორგანიზმში პათოლოგიური ამილოიდური დეპოზიტების დაგროვება

ამილოიდოზი - ორგანიზმში პათოლოგიური ამილოიდური დეპოზიტების დაგროვება

რა არის ამილოიდოზი?

ამილოიდოზი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც პათოლოგიური ამილოიდების დეპოზიტები ორგანიზმში გროვდება. ამილოიდური ნალექი შესაძლოა დაგროვდეს გულში, ტვინში, თირკმელში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.

ამილოიდოზი შესაძლოა იყოს მეორეული ფორმის (აღმოცენდეს სხვადასხვა ტიპის დაავადების შედეგად) ან იყოს პირველადი პათოლოგია. ზოგჯერ განპირობებულია გენური მუტაციის გამო, მაგრამ სხვა შემთხვევებში ამილოიდოზის ზუსტი გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ძლიერი სისუსტე და დაღლილობა;
  • უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
  • შეშუპება;
  • დაბუჟება;
  • მარტივად ჩნდება სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები;
  • თვალების გარშემო იისფერი ლაქები ან კანზე ერთგვარი დაჟეჟილობის მსგავსი იერი;
  • ტრავმის შემდეგ უჩვეულოდ ხშირი სისხლდენა;
  • ენის ზომის ზრდა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

ამილოიდოზის პროგრესირებისას ამილოიდების დეპოზიტებმა შესაძლოა დააზიანოს გული, ღვიძლი, თირკმელი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ტვინი, ნერვები, ელენთა.

ამილოიდოზის მკურნალობის კურსის მიზანია დაავადების პროგრესირების შენელება, სიმპტომების შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

თერაპიის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე თუ პაციენტს რომელი ფორმის ამილოიდოზი აქვს.

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/amyloidosis