ალერგია სპერმაზე

ალერგია სპერმაზე

სტატისტიკურად, დაახლოებით 40 000 ქალს აქვს ეს დიაგნოზი.

სპერმის ალერგია იშვიათი ალერგიული რეაქციაა სპერმაში არსებულ ცილაზე. 

რეაქცია ვლინდება სხეულის იმ ნებისმიერ არეში, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი ექნება სპერმასთან.

დიაგნოსტირება ხდეა კანის ტესტით. მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია და დესენსიტიზაცია. 

სპერმის ალერგია შესალოა გამოვლინდეს უეცრად ან პირველად ჩამოყალიბდეს მაშინ, როდესაც წყვილს დაუცველი ინტიმური კავშირი აქვს. სპერმაზე ალერგია შეიძლება გამოგივლინდეთ მენოპაუზის ან მშობიარობის შემდეგ - ფაქტია, რომ შეიძლება ერთ პარტნიორთან უჩიოდეთ ამ სიმპტომს, მაგრამ სხვასთან არა.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში დაახლოებით 40 000 ქალს აქვს ალერგია სპერმაზე, თუმცა გინეკოლოგების აზრით, მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რადგან ხშირად ქალები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. 

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: 

• ქავილის შეგრძნება; 
• კანის სიწითლე, შეშუპება და წვის განცდა; 
• ალერგიული გამონაყარი; 
• ტუჩისა და ენის შეშუპება; 
• თავბრუსხვევა; 
• დიარეა, გულისრევა ან ღებინება. 

როგორც წესი, სიმპტომები ჩნდება სპერმასთან კონტაქტიდან 30 წუთში და დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში.

საყურადღებოა უნაყოფობის საკითხი - თუ ქალს პარტნიორის სპერმაზე ალერგია აღენიშნება ბუნებრივი გზით დაორსულება გაუჭირდება.სპერმაზე ალერგიული რეაქცია არ იწვევს უნაყოფობას, მაგრამ დაორსულების შანსს ამცირებს. 

 

 

 

 

 წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/25024-semen-allergy