ძვლის დეზი

ძვლის დეზი

რა არის ძვლის დეზი?

ძვლის დეზი ასაკის მატების, ოსტეოართრიტისა და ქსოვილის დაზიანების გავრცელებული გვერდითი ეფექტია.

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ძვლის ქსოვილს ზედმეტი წანაზარდი აქვს, რაც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ძვალზე ამოსულ გლუვ კოპს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა მწვავე ტკივილის, მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ყოველდღიური ცხოვრების ტემპის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

დეზი მიდრეკილია გაჩნდეს ძვლის ისეთ მიდამოში, სადაც სხეულის მასის დიდი დატვირთვა მოდის, მაგალითად, ხერხემალზე ან ქუსლზე.

ზოგიერთი დაავადება შესაძლოა გახდეს ძვლის დეზის განვითარების მიზეზი, მაგალითად:

  • ოსტეოპოროზი;
  • ოსტეოართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ლუპუსი;
  • დისკის დეგენერაციული დაავადება;
  • ფეხის ტენდონიტი;
  • სპინალური სტენოზი;
  • განმეორებითი დაზიანებები;
  • ავტოავარია, წაქცევა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა ან სპორტული ტრავმები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:     

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10395-bone-spurs-osteophytes