ქირურგიული ოპერაცია თავის ქალაზე

ქირურგიული ოპერაცია თავის ქალაზე

საინტერესო ინფორმაცია ამ თემაზე.

სტატიაში საუბარია პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიულ მეთოდზე, რომლის მიზანიცაა თავის, თავის ქალას, სახის, კისრის, ყბის და ახლომდებარე სტრუქტურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების კორექტირება.

პროცედურაზე პლასტიკური ქირურგი ნეიროქირურგთან ერთად მუშაობს - ქირურგიული მანიპულაციისთვის განკუთვნილ უბნამდე მისაღწევად იკვეთება თავის ქალას სეგმენტი; დეფორმაციის აღდგენითი ოპერაციის დასრულების შემდეგ თავის ქალის ძვლის ჩანაცვლება ხდება - რჩება ან საერთოდ არ რჩება უმნიშვნელო, მინიმალური ნაწიბური.

თავის ქალაზე მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პლასტიკურ ქირურგებს, რომლებმაც სათანადოდ შეისწავლეს და პრაქტიკა გაიარეს ძვლის, კუნთის, ნერვის, ცხიმის, კანის დამუშავების ქირურგიულ მეთოდებზე.

თუ მომავალ ექიმს (სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი) ამ მიმართულებით მუშაობა სურს, უნდა აირჩიოს პლასტიკური ქირურგია.

ამ ტიპის პლასტიკური ქირურგიით იკურნება შემდეგი პათოლოგიები:

  • კრანიოსტინოსტოზი;
  • კურდღლის ტუჩი;
  • მიკროგნატია;
  • მიკროსომია;
  • მწვავე და ქრონიკული ფორმის სახის ძვლის მოტეხილობები;
  • ტრიჩერ კოლინზის სინდრომი;
  • აპერტის სინდრომი;
  • კრუზონის სინდრომი;
  • ყურის თანდაყოლილი ანომალიები და სხვა პათოლოგიები.

 

 

 

 

წყარო:

https://ascfs.org/Patients/