რას ნიშნავს შემეცნებითი დაღლილობა?
შემეცნებითი (კოგნიტური) დაღლილობა ნიშნავს იმას, რომ ეფექტურად აზროვნებისა და საქმეზე კონცენტირების უნარი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული.
ფიზიკური დაღლილობის მსგავსად ხანგრძლივი მენტალური აქტივობა გადაქანცვას იწვევს და გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება.
კოგნიტური დაღლილობის სიმპტომებია:
- ადამიანს უჭირს კონცენტრირება და საქმეზე ფოკუსირება;
- თუ ადრე დაკისრებულ მოვალეობას სწრაფად ართმევდით თავს, მენტალური ამოცანის შესასრულებლად ახლა გაცილებით მეტი დრო გჭირდებათ;
- მეხსიერების ჩავარდნა;
- გიჭირთ კომპლექსური პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნებისთვის ძალას ვერ პოულობთ;
- შეზღუდულია კრეატიული დონე;
- გაცილებით ხშირად უშვებთ შეცდომებს.
მენტალური დაღლილობის გამომწვევი მიზეზებია:
- დაღლილობა და უძილობა;
- ძლიერი სტრესი;
- ტვინი ზედმეტადაა აქტიური, გონება განტვირთვას ვერ ასწრებს;
- ასაკობრივი კოგნიტური დაქვეითება;
- ანამნეზში ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია;
- ტვინის ტრავმა;
- დეპრესია, შფოთვა;
- ცდილობთ ერთდროულად სხვადასხვა საქმეზე იმუშაოთ;
- გარემო ფაქტორები (ოთახში ცუდი განათება, ზედმეტი ხმაური და სხვა);
- კვებითი უკმარისობა;
- არაჯანსაღი რაციონი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ნაკლებობა;
- ალკოჰოლი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).
წყარო:
