რა უნდა იცოდეთ ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილ მალფორმაციებზე?
თანდაყოლილი პათოლოგია, ასევე ცნობილი როგორც მალფორმაცია, მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციასა და ფორმირებაზე.
მედიკოსებისთვის ცნობილია თავისა და ხერხემლის რბილი ქსოვილებისა და ძვლის არაერთი თანდაყოლილი მალფორმაცია - ზოგიერთი პათოლოგია მსუბუქი მიმდინარეობისაა, ხოლო ზოგიერთი სიმწვავიდან გამომდინარე ქირურგიულჩარევას საჭიროებს.
ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
თუ პატარა ადამიანი რომელიმე ამ მალფორმაციით დაიბადება, პედიატრი და ნევროლოგი ჩაერთვება დიაგნოსტირების მიზნით, ასევე მკურნალობის კურსის შესადგენად.
ფიზიკური გასინჯვის, პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და ოჯახური ანამნეზის შესწავლის შემდეგ დაინიშნება ტვინის ან ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. იმ შემთხვევაში თუ მრტ დაადასტურებს მალფორმაციას, პროცესში ჩაერთვება ნეიროქირურგი და წარგიდგენთ სამკურნალო სქემას.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია მულტიდისციპლინური მიდგომა, შესაბამისად, სამკურნალო კურსის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ ნეიროქირურგები, თავის ქალის პლასტიკაზე მომუშავე სპეციალისტები, გენეტიკოსები და სხვა პროფილის ექიმები.
თუ ტვინის ან ხერხემლის თანდაყოლილი მალფორმაცია არ იწვევს რამე სერიოზულ სიმპტომსნეიროქირურგი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გამოსავალი დაკვირვება იქნება, რაც გულისხმობს კლინიკაში რეგულარულ ვიზიტსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. სხვა შემთხვევაში დაინიშნება შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
