თავის ქალას მოტეხილობა

თავის ქალას მოტეხილობა

რა უნდა იცოდეთ თავის ქალას მოტეხილობის შესახებ?

თავის ქალას მოტეხილობა ძვლის მოტეხილობაა. ქალა ძვლის სტრუქტურაა, რომელიც ტვინს შემოსაზღვრავს.

თავის ტრავმული დაზიანება მოსალოდნელია ავარიის, წაქცევის, სპორტული ტრავმის ან ფიზიკური ძალადობის, მაგალითად, ჩხუბის დროს.

ზოგიერთი მოტეხილობა მსუბუქია და დამოუკიდებლად იკურნება, თუმცა ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაა საჭირო. კლინიკური შემთხვევა როგორ მსუბუქადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, თავის ტრავმის შემთხვევაში, აუცილებელია გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება და ექიმს შეაფასებინოთ მდგომარეობა.

თავის ქალას მოტეხილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაზიანებულ არეში კანი იცვლის ფერს (მუქია ან წითელი);
  • შეშუპება ან კოპისმაგვარი ამობურცულობა;
  • სისხლჩაქცევები, სილურჯეები ტრავმირებულ არეში;
  • ცხვირიდან ან ყურიდან გამჭირვალე სითხე იჟონება;
  • სისხლდენა ცხვირიდან, ყურიდან ან ღია ჭრილობიდან.

თუ ტრავმამ გავლენა იქონია ტვინზე გამოვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • გულისრევა და ღებინება;
  • დაბნეულობა;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • ბუნდოვანი მეტყველება;
  • სხეულის რომელიმე არეში შეგრძნების დაკარგვა;
  • პაციენტს უჭირს ბალანსისა და კოორდინაციის დაცვა;
  • დაღლილობა.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/skull-fracture