სისხლის დონაცია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ თუ დონორობა გსურთ?

სისხლის დონაცია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ თუ დონორობა გსურთ?

სისხლის დონაცია კეთილშობილური საქმეა - ამ პროცედურით სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლიათ.

მილიონობით ადამიანს სჭირდება სისხლის გადასხმა - ზოგჯერ სისხლი საჭიროა ოპერაციის დროს, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაავადების გამო.

ბუნებაში არ არსებობს ადამიანის სისხლის შემცვლელი, შესაბამისად, ყველა ტიპის ტრანსფუზიისას (გადასხმა) გამოიყენება დონორის მიერ გაღებული სისხლი.

სისხლის დონაცია უსაფრთხოა. თითქმის ყველა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია სისხლის გაღება. სისხლის დონაციიდან რამდენიმე დღეში ორგანიზმი დაკარგულ სითხეს შეივსებს - 2 კვირის თავზე სხეული აღიდგენს დაკარგულ სისხლის წითელ უჯრედებს.

სისხლის დონორობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მონაცემებს:

  • ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა;
  • ადამიანი უნდა იყოს სრულწლოვანი (ასაკს ადგენს შესაბამისი ქვეყანა და სისხლის დონაციის ცენტრი);
  • იწონიდეთ 50 კილოს ან მეტს;
  • უნდა აკმაყოფილებდეთ შესაბამის მოთხოვნებს (ფიზიკური და ჯანმრთელობის ისტორია).

სისხლის დონაციამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაცია:

  • ღამით რეკომენდებული დროით დაიძინეთ;
  • მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები (მოერიდეთ ცხიმიან კერძებს);
  • წყალი დალიეთ;
  • არ მიიღოთ მედიკამენტი და თუ იმყოფებით მედიკამენტურ თერაპიაზე ეს უნდა აცნობოთ სისხლის ცენტრს.

 

 

 

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/blood-donation/about/pac-20385144