იუნგის სარკომა - კიბო, რომელიც ძვალსა და ძვლის გარშემო მდებარე რბილ ქსოვილებში ჩნდება

იუნგის სარკომა - კიბო, რომელიც ძვალსა და ძვლის გარშემო მდებარე რბილ ქსოვილებში ჩნდება

რა არის იუნგის სარკომა?

იუნგის სარკომა კიბოს ტიპია, რომელიც ძვალსა და ძვლის გარშემო მდებარე რბილ ქსოვილებში ყალიბდება. ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება ფეხისა და მენჯის ძვალში -იშვიათად ჩნდება გულმკერდის, მუცლის, მკლავის რბილ ქსოვილებსა და სხეულის სხვა არეში.

ძვალში აღმოცენებული იუნგის სარკომა ავლენს შემდეგ სიმპტომებს:

  • ამობერილობა, სიმაგრე მკლავში, ფეხში, გულმკერდში, მენჯში;
  • ძვლის ტკივილი;
  • ძვლის მოტეხილობა;
  • დაზიანებულ უბანში ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, შეშუპება.

ზოგჯერ იუნგის სარკომა ისეთ სიმპტომებს აჩენს, რომელიც მთლიან სხეულზე ახდენს გავლენას, მაგალითად:

  • სიცხე;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • დაღლილობა.

მეცნიერებისთვის ამ ტიპის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის კურსი მოიცავს ქიმიოთერაპიასა და ოპერაციას. შესაძლოა საჭირო გახდეს სხივური თერაპია და ტარგეტული თერაპია.

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ewing-sarcoma/symptoms-causes/syc-20351071