რა არის ოლიგომენორეა?
ოლიგომენორეა დარღვეული მენსტრუაციაა, რომელიც ხასიათდება იშვიათი პერიოდით. მაგალითად, ოლიგომენორეა გაქვთ თუ ციკლიდან ციკლამდე ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია. იმის ნაცვლად, რომ მენსტრუაცია გქონდეთ ყოველთვიურად ამ დიაგნოზის გამო ციკლი წელიწადში ჯამში მხოლოდ 6-დან 8 თვემდე მოდის.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ოლიგომენორეას მიზეზი ჰორმონული დისბალანსია. ზოგჯერ გამომწვევია ზედმეტი (ექსტრემალური ინტენსივობის) ფიზიკური აქტივობა ან ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი ეფექტი. ციკლი შეიძლება დაგერღვეთ სხვადასხვა ტიპის კვებითი აშლილობის ფონზეც.
სტატისტიკურად, ქალების 12-დან 15%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ოლიგომენორეა. უნაყოფობის პრობლემის დროს 10-დან 20%-ში ერთ-ერთ ფაქტორად ოლიგომენორეა სახელდება. იგი ხშირად ერთვის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს.
ციკლის პრობლემასთან ერთად ოლიგომენორეას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
- აკნე;
- თავის ტკივილი;
- ალები;
- მუცლის ტკივილი;
- ვაგინალური გამონადენი;
- მხედველობის დაქვეითება;
- სახესა და სხეულზე უჩვეულოდ ჭარბი თმა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22834-oligomenorrhea
