როგორ ამოვიცნოთ ნევროზის სიმპტომები?

როგორ ამოვიცნოთ ნევროზის სიმპტომები?

ნევროზი სერიოზული დაავადებაა.

არასპეციფიკური მენტალური და ემოციური დარღვევის გამო პაციენტი ხშირად იკეტება საკუთარ თავში, შესაძლოა ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვის სურვილიც კი გაუქრეს, მეგობრებთან კონტაქტს მოერიდოს.

ერთმანეთისგან განარჩევენ დეპრესიულ, ობსესიურ-კომპულსიურ, შფოთვითი ხასიათის ნევროზს. სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სახითაც.

მედიკოსებმა ნევროზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან, თუმცა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება და ნევროზის განვითარების მიზეზად ხშირად სახელდება საკუთარ პიროვნებასთან ან გარემოსთან კონფლიქტი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი, ემოციური, ინტელექტუალური გადაძაბვა და სხვა. ნევროზის განვითარების ძირითადი მექანიზმი თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლაა. ზოგიერთი ნევროლოგის აზრით, მიზეზი ბავშვობაშიც შეიძლება ვეძებოთ.

ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ტერმინ „ნევროზს“ იყენებენ შფოთვითი სიმპტომებისა და ქცევის მისათითებლად. სხვა პროფილის ექიმები ამ ტერმინით მენტალური დაავადებების სპექტრს აღწერენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნევროზი არ უნდა აგვერიოს ფსიქოზსა და ნევროტიზმში.

ნევროზის სიმპტომები ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე სომატურ დონეზე. სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე ხშირია:

  • შფოთვა;
  • მოწყენილობა;
  • დეპრესია;
  • სიბრაზე;
  • გაღიზიანება;
  • ფსიქიკური აშლილობა;
  • პანიკა;
  • შიში;
  • დაბუჟებისა თუ სიცივის შეგრძნება კიდურებში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გულისცემის გახშირება;
  • დაძაბულობის განცდა;
  • უძილობა;
  • იმპულსური ქცევა;
  • აპათია;
  • უსიამოვნო ფიქრები და სხვა.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/246608

https://en.wikipedia.org/wiki/Neurosis

https://theawarenesscentre.com/are-you-neurotic/