რას ნიშნავს გაურკვეველი უნაყოფობა?
ეს არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას ან წყვილს ჩაუტარდა ფერტილობის განმსაზღვრელი კვლევები, თუმცა დიაგნოსტირების ტესტმა ვერ აჩვენა გამომწვევი მიზეზი.
მკურნალობისთვის მოწოდებულია:
• ფერტილობის გასაუმჯობესებელი მედიკამენტები;
• ცხოვრების სტილის ცვლილება;
• საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია;
• ინ ვიტრო განაყოფიერება.
გაურკვეველი უნაყოფობისას ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ:
• საშვილოსნოში არ ფიქსირდება პათოლოგიური ან სტრუქტურული ცვლილებები;
• ოვულაცია დგება რეგულარული ინტერვალით;
• ფალოპის მილები ღიაა;
• კვერცხუჯრედების რაოდენობა ნორმაშია;
• ტვინი გამოიმუშავებს რეპროდუქციისთვის საჭირო ჰორმონებს, ნორმალური რაოდენობით;
• პარტნიორის სპერმის ანალიზი ნორმაშია.
გაურკვეველი უნაყოფობა დიაგნოსტირდება შემდეგ მდგომარეობაში:
• 35 წლამდე ასაკის ხართ და ცდილობთ დაორსულდეთ მინიმუმ ერთი წელია;
• 35 წელს გადაცილებული ხართ და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეა.
ერთ-ერთი სტატისტიკის თანახმად, გაურკვეველი უნაყოფობა აქვს წყვილების 30%-ზე მეტს.
გაითვალისწინეთ, დიაგნოზი გაურკვეველი უნაყოფობა არ ნიშნავს იმას, რომ შვილოსნობის უნარი არ გაქვთ - ამ დიაგნოზის მქონე უამრავი ქალი დაორსულდა შესაბამისი მკურნალობის ფონზე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23187-unexplained-infertility
