მწვავე მიელოიდური ლეიკემია

მწვავე მიელოიდური ლეიკემია

რა არის მწვავე მიელოიდური ლეიკემია?

კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც უჯრედები უკონტროლოდ იყოფა და იზრდება. კიბო შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილის უჯრედში.

ლეიკემია სისხლის კიბოა - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იწყება სისხლის თეთრ უჯრედებში.

მწვავე მიელოიდური ლეიკემია ყალიბდება ძვლის ტვინში. როგორც წესი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია სწრაფად ვრცელდება ძვლის ტვინიდან სისხლში. ზოგჯერ ახასიათებს მეტასტაზირება/გავრცელება ღვიძლში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, სათესლე ჯირკვალში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში.

მწვავე მიელოიდური ლეიკემია სწრაფად პროგრესირებს, შესაბამისად, აუცილებელია დროულად დაიწყოს მკურნალობა. მწვავე მიელოიდური ლეიკემია ყველაზე გავრცელებული ლეიკემიაა ზრდასრულებში. 

ამ ტიპის ლეიკემიისას ადრეულ სტადიაზე ჩნდება გრიპისა თუ გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომელიც თითქოს არ იკურნება, ანუ პაციენტს ხანგრძლივი დროით აწუხებს. მწვავე მიელოიდური ლეიკემია აგრესიულია და სწრაფად პროგრესირებს, შესაბამისად, ახალი და შესამჩნევი ნიშნები ხშირად ჩნდება. 

გვიან სტადიაზე ვლინდება: 

• თავბრუსხვევა;
• მარტივი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, მაგალითად, ხშირია სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან; 
• დაღლილობა; 
• სიცივის შეგრძნება; 
• სიცხე; 
• ღამის ოფლიანობა; 
• ინფექციებით ხშირი ავადობა; 
• თავის ტკივილი; 
• უმადობა; 
• უმიზეზო წონის კლება;
• ფერმკრთალი კანი; 
• სუნთქვის უკმარისობა; 
• შეშუპებული ლიმფური კვანძები; 
• სისუსტე; 
• ზურგის, მუცლის ან ძვლის ტკივილი; 
• კანზე პაწაწინა, წითელი ლაქები; 
• ჭრილობა ან წყლული არ შუშდება. 

 

 

 

წყარო:

https://www.cancer.org/cancer/types/acute-myeloid-leukemia/about/what-is-aml.html