სარკოპენიური სიმსუქნე - კუნთის მასის განლევა და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი

სარკოპენიური სიმსუქნე - კუნთის მასის განლევა და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი

რა არის სარკოპენიური სიმსუქნე?

სარკოპენიური სიმსუქნე სხეულის ცხიმის მაღალი შემცველობისა და კუნთის მასის შემცირების კომბინაციაა. კუნთის მასის დაქვეითება, ჩვეულებრივ, ასაკობრივია.

მკურნალობისთვის მოწოდებულია ცხოვრების სტილისა და კვების რაციონის ცვლილება. 

სარკოპენიას რისკ-ფაქტორებია: 

• ანთება; 
• ინსულინრეზისტენტობა; 
• ოქსიდაციური სტრესი;
• არააქტიური ცხოვრების წესი. 

სარკოპენიური სიმსუქნის სიმწვავე დიაგნოსტირდება 2-სტადიანი სისტემით, კერძოდ:

• პირველ სტადიაზე პირს სხეულის პროპორცია შეცვლილი აქვს, მაგრამ გართულებები არ გამოუვლინდა; 
• მეორე სტადიაზე მყოფ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

სარკოპენია მნიშველოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და იწვევს შემდეგი ტიპის გართულებებს:

• ძვლის მოტეხილობები;
• კუნთის ტკივილი და სისუსტე; 
• სახსრის ტკივილი; 
• პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად ცხოვრება; 
• ქირურგიული ოპერაციების შემდეგ გართულებების მაღალი რისკი; 
• წაქცევის მაღალი ალბათობა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/sarcopenic-obesity