ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე

ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე

რა არის ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე?

იგი იშვიათი ტიპის კიბოა, რომელიც ფილტვში მდებარე ნეიროენდოკრინულ უჯრედებში ყალიბდება.

ფილტვის ტიპიური კარცინოიდული სიმსივნე ნელა იზრდება და იშვიათად ვრცელდება ორგანიზმის სხვა არეში, თუმცა ატიპიური ფორმა სწრაფად პროგრესირებს და ფილტვის მიღმა მეტასტაზირებაც ახასიათებს. 

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• ხველა სისხლის ან ლორწოს ამოღებით; 
• გულმკერდის ტკივილი;
• სუნთქვის უკმარისობა;
• ხიხინი.

თუ სიმსივნე დიდი რაოდენობით ჰორმონ სეროტონინს გამოიმუშავებს კარცინოიდული სინდრომის სიმპტომები გამოგივლინდებათ, კერძოდ:

• მწვავე, ძლიერი დიარეა; 
• სიწითლ, სიმხურვალის შეგრძნება სახესა და კისერზე;
• უმიზეზო წონის მატება; 
• სუნთქვის უკმარისობა ან ასთმისმაგვარი სიმპტომები.

როდესაც ნეიროენდოკრინული უჯრედები დიდი რაოდენობით მრავლდება კიბოს რისკი იზრდება. მეცნიერებისთვის უცნობია რა მიზეზით იწყებს უჯრედი უკონტროლო ზრდას.

კარცინოიდული სიმსივნისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დიაგნოზი შედარებით ხშირია 45-დან 55 წლამდე ასაკის პაციენტებში.

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14783-carcinoid-tumors-of-the-lungs