„პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელი“ - რას წერს The Washington Post საქართველოზე?

„პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელი“ - რას წერს The Washington Post საქართველოზე?

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post საქართველოს სტატიას უძღვნის.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ფრთხილად, ხელახლა იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას.

„გვერდზე გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული მოედანი აქვს, ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებთ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია; „ვაშინგტონ პოსტი“ მკითხველს იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც მოუთხრობს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარდა.

 

წყარო:

https://www.washingtonpost.com/world/europe/on-the-black-sea-georgia-rebrands-itself-as-a-holiday-haven-from-the-pandemic/2020/05/29/a41ffd0e-9f6d-11ea-be06-af5514ee0385_story.html?fbclid=IwAR1JcEdfVHL91fqr9ZXXL9tnz-5HLSumINCf3YX5svP_m4s7pjo0Dd5HYsM