თიმუსი - პაწაწინა ჯირკვალი, რომელიც იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება

თიმუსი - პაწაწინა ჯირკვალი, რომელიც იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება

რა არის თიმუსი?

თიმუსი პატარა ზომის ჯირკვალია ლიმფურ სისტემაში, რომელიც სპეციალურ  სისხლის თეთრ უჯრედს სახელწოდებით T-უჯრედს წარმოქმნის. T-უჯრედი იმუნურ სისტემას დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.

ჯირკვალი თიმუსი T-უჯრედს ყველაზე დიდი რაოდენობით ნაყოფის დაბადებამდე წარმოქმნის, დარჩენილი რაოდენობა ბავშვობის პერიოდში გროვდება და გარდატეხის ასაკში შევსებული მარაგი სიცოცხლის ბოლომდე მოგემსახურებათ.

არაერთი გენეტიკური დარღვევა თუ შემდგომში შეძენილი პათოლოგია ახდენს სერიოზულ გავლენას თიმუსის ფუნქციონირებაზე.

თიმუს ჯირკვალი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ზრდასრულებს ეს ჯირკვალი დიდად არ სჭირდებათ, თუმცა პატარა ადამიანებისთვის აუცილებელია. თუ ბავშვთა ასაკში გარკვეული მიზეზების გამო თიმუსის ამოკვეთაა საჭირო, მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი დაავადებების რისკი როგორიცაა: ინფექციები, ავტოიმუნური დარღვევები, ალერგიები და კიბო.

 

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/body/23016-thymus