რა არის ცერვიკალური ლორწო?
ცერვიკალური ლორწო სითხეა, რომელსაც საშვილოსნოს ყელი გამოიმუშავებს/გამოყოფს. ცერვიკალური ლორწო იცვლება მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
სველი და მოლიპული ეფექტი იმის მანიშნებელია, რომ ქალის ორგანიზმი ეფექტური შვილოსნობის, ნაყოფიერების მატარებელია. ამ ტიპის გამონადენი სპერმას კვერცხუჯრედამდე მარტივად მიღწევაში ეხმარება, ოვულაციისას.
თავისთავად, ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუმცა ცერვიკალურ ლორწოს ახასიათებს შემდეგი ტიპის სტრუქტურა:
- მშრალი, პასტის მსგავსი - შეიძლება იყოს თეთრი ან ღია ყვითელი;
- იოგურტისმაგვარი კრემისებრი - გლუვი ეფექტის და თეთრი;
- სველი, წყლიანი და გამჭირვალე;
- კვერცხის ცილის ეფექტის მსგავსი.
ლიპლიპა და კვერცხის ცილის მსგავს ლორწოს შენიშნავთ 3-4 დღის განმავლობაში - თუ მენსტრუაცია 28-დღიანია, განაყოფიერების ხელშემწყობი ცერვიკალური ლორწო 10-დან 14 დღემდე გამოიყოფა.
ცერვიკალურ ლორწოზე გავლენას ახდენს შემდეგი მდგომარეობები:
- ძუძუთი კვება;
- ლუბრიკანტი, რომელსაც იყენებთ ინტიმური კავშირის დროს;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- ვაგინალური ინფექციები;
- საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ოპერაცია;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- სტრესი;
- კვების რაციონი.
გინეკოლოგს უნდა მიმართოთ თუ გამონადენს აქვს მძაფრად უსიამოვნო სუნი ან ყველის მსგავსი ტექსტურა - ექიმის კონსულტაციაა საჭირო იმ შემთხვევაშიც თუ ლორწო სლიპინა არაა. უნდა დიაგნოსტირდეს ის ინფექცია, ნაწიბური თუ სხვა ვაგინალური მდგომარეობა, რომელიც ამ ტიპის გამონადენისა და ლორწოს მიზეზია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/21957-cervical-mucus
