ზაფხულის ცხელ დღეს გაგრილების ერთ-ერთი სწორი მეთოდი წყლის დალევაა.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო იზრდება დეჰიდრატაციის, ანუ გაუწყლოების რისკი, შესაბამისად, რეკომენდებულია ორგანიზმმა ხშირად მიიღოს წყალი.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გაგრილებაში წყალთან ერთად გემრიელი ცხელი სასმელი ჩაიც დაგეხმარებათ.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, როცა ადამიანი ზაფხულში ცხელ ჩაის სვამს, ორგანიზმი დუნდება და ნორმალურ ჰომეოსტაზურ (ჰომეოსტაზი ორგანიზმის თვითრეგულირების ფუნქციაა, რომელიც შინაგან გარემოს წონასწორობას უნარჩუნებს) ტემპერატურამდე გრილდება.
ამასთან, ჩაი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისა და იმუნიტეტისთვის.
ზაფხულში თბილი სასმელის მიღება ოფლიანობას იწვევს, რაც საკმაოდ ეფექტური გზაა სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად, თუმცა თუ ორგანიზმში სითხე არ აღდგება, შესაძლოა გაუწყლოება გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ცხელი სასმელის მიღების თეორიას ეწინააღმდეგება!
რასაკვირველია, შეიძლება ყველა სეზონზე და თუნდაც ზაფხულში ცხელი ჩაი თქვენი საუზმის განუყოფელი ნაწილი იყოს და ეს უცნაური სულაც არაა - მთავარია ყოველთვის დაიცვათ ზომიერება და გახსოვდეთ, რომ ქუჩაში როგორი ამინდიც არ უნდა იყოს სასმელი წყალი თქვენი ორგანიზმის კეთილდღეობისთვის შეუცვლელია.
ასევე სპეციალისტთა აზრით, ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება.
წყარო:
https://www.royalblackpearl.com/reasons-drink-hot-tea-summer/