მეზოთელიომა - იშვიათი კიბო
მეზოთელიომა იშვიათი კიბოა, რომელიც ყალიბდება ორგანოების ამომფენზე.
მკურნალობისთვის მოწოდებულია იმუნოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ტარგეტული თერაპია და ქირურგიული ოპერაცია.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სიცხე;
- ღამის ოფლიანობა;
- დაღლილობა;
- უმიზეზო წონის კლება;
- გულმკერდის ან მუცლის ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- ხველა და ყლაპვის გაძნელება;
- დიარეა;
- უმადობა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- შეშუპება, სიმაგრე ან ტკივილი საზარდულის არეში.
ამ ტიპის კიბოს ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი აზბესტია - მინერალი, რომელსაც ინდუსტრიაში (მშენებლობა, გემთმშენებლობა, ავტოინდუსტრია) იყენებდნენ. თუმცა მეზოთელიომას ჩამოყალიბებაში სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, ანუ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეიძლება სულაც არ ჰქონდეთ კავშირი აზბესტთან და უფრო მეტიც, მაგალითად, ვისაც პირდაპირი კონტაქტი აქვთ ამ საშიშ ნივთიერებასთან არ განუვითარდეთ კიბო.
სხვა რისკ-ფაქტორებია:
- დასხივება;
- ერიონიტი (აზბესტის მსგავსი მინერალი, რომელსაც ერთ დროს იყენებდნენ გზის კონსტრუქციისას);
- გენეტიკური ფაქტორი;
- სქესი (დიაგნოზი მამაკაცებში უფრო გავრცელებულია).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22432-mesothelioma#what-is-mesothelioma
