იმუნოლოგიური მეხსიერება - როდესაც იმუნიტეტი მავნე უცხო სხეულს იმახსოვრებს

იმუნოლოგიური მეხსიერება - როდესაც იმუნიტეტი მავნე უცხო სხეულს იმახსოვრებს

რა არის იმუნოლოგიური მეხსიერება?

იმუნოლოგიური მეხსიერება ორგანიზმის იმუნური სისტემის ადაპტაციური უნარია დაიმახსოვროს ანტიგენი პირველი შემოჭრის დროს და განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაში შესაბამისი, ეფექტური რეაგირება ჰქონდეს.

როდესაც პათოგენი ან მისი მონათესავე ანტიგენი ორგანიზმში პირველად იჭრება იმუნური სისტემა მასთან გამკლავებას იწყებს. ამ კავშირისას ზოგიერთი იმუნური უჯრედი ერთგვარ „მეხსიერებას“ იყალიბებს და უცხო სხეულის შესახებ ინფორმაციას ინახავს. სწორედ ამიტომ იგივე პათოგენის ხელახალი შეჭრის შემთხვევაში ორგანიზმი მარტივად ახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, შესაბამისად, მინიმუმამდე მცირდება მწვავე დაავადების განვითარების რისკი.

იმუნოლოგიური მეხსიერების შექმნაში დიდ როლს ასრულებს სისხლის თეთრი უჯრედები. იმუნოლოგიური მეხსიერების წარმოქმნაში იმუნურ სისტემას ვაქცინებიც ეხმარება.

მოგეხსენებათ, ყოველდღე გვიწევს არაერთ ბაქტერიასთან, ვირუსთან თუ მიკრობთან შეხება - სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ პირად ჰიგიენაზე და ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია.

 

 

წყარო:   

https://asm.org/articles/2023/may/understanding-immunological-memory