დაალაგეთ სახლი და გააჩუქეთ ნივთები, რომელსაც აღარ იყენებთ.
არეულობა იწვევს ქაოსს და აქვეითებს კონცენტრირების უნარს, ტვინს უჭირს საჭირო ინფორმაციის გადამუშავება.
მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ ყოველთვის მოვაწესრიგოთ სამუშაო სივრცე, მაგიდა - ამ მეთოდით დაკისრებულ მოვალეობას გაცილებით ეფექტურად შევასრულებთ და აღარც გაღიზიანებულები ვიქნებით.
ბინძური გარემო ხშირად ხდება იმედგაცრუების, უმწეობის შეგრძნების მიზეზი - შეგიმჩნევიათ დანაშაულის უსიამოვნო განცდა, როდესაც არეული სახლი დაგითვალიერებიათ ან უხერხულობის მომენტი უთავბოლოდ მიყრილი ნივთების გამო?
ბევრ ადამიანს სახლში აქვს ნივთები, რომელსაც საერთოდ აღარ იყენებს და უფრო მეტიც ამ უსარგებლო საგნების გამო ქაოსია შექმნილი; რატომ უნდა დახარჯოთ დრო იმ ნივთების დალაგებაში, რომელსაც არ იყენებთ? შეიძლება ძველი ქურთუკი, რომელიც თქვენთვის ძველ მოდასთან ასოცირდება, სხვა ადამიანისთვის ზამთრის ცივი დღის ერთ-ერთი გასათბობი საშუალება იყოს - გამოიჩინეთ სიკეთე, ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და გააჩუქეთ ყველა ის ძველი თუ ახალი რამ, რაც არ გჭირდებათ.
შეძლებისდაგვარად ყოველთვის იზრუნეთ გარემოს დასუფთავებაზე, რადგან არეული და ბინძური სივრცე ხშირად ხდება უარყოფითი განწყობის გამომწვევი მიზეზი.
წყარო:
