სარკოპენია - კუნთოვანი მასის დაკარგვა

სარკოპენია - კუნთოვანი მასის დაკარგვა

რა არის სარკოპენია?

სარკოპენია ასაკობრივი მიზეზით გამოწვეული კუნთის მასისა და ძალის პროგრესირებადი დაკარგვაა.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს - ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგი სარკოპენიაა. გარკვეულ ასაკში ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამოიმუშავებს კუნთის ზრდისთვის საჭირო პროტეინებს. სწორედ ამ მიზეზით კუნთის უჯრედი ზომაში მცირდება.

დაავადების ძირითადი სიმპტომი კუნთის სისუსტეა. სხვა სიმპტომებია:

  • კარგავთ ამტანობის უნარს;
  • ენერგიის დაქვეითება;
  • გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
  • ნელა სიარული;
  • კიბეზე ასვლა გიჭირთ;
  • წონასწორობას ვერ იცავთ და ხშირად იქცევით;
  • კუნთის ზომა მცირდება.

სარკოპენია ვლინდება ასაკის მატების ფონზე. 30 წელს გადაცილებული პირები დროთა განმავლობაში კუნთოვან მასასა და სიმტკიცეს კარგავენ - პროცესი პიკს აღწევს 65-დან 80 წლამდე ასაკში. უხეში სტატისტიკის თანახმად, ყოველ ათწლეულში კუნთის მასის 8%-ს ვკარგავთ.

ასაკთან ერთად სარკოპენიას ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური;
  • სიმსუქნე;
  • ანამნეზში ქრონიკული დაავადებები;
  • ინსულინრეზისტენტობა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ჰორმონული დონის შემცირება;
  • არ იღებთ ადეკვატური რაოდენობის პროტეინს;
  • ორგანიზმმა დაკარგა იმის უნარი, რომ ცილა ენერგიად გარდაქმნას და კუნთს ძალა შემატოს;
  • იმ ნერვული უჯრედების რაოდენობაა შემცირებული, რომელიც კუნთებს მოძრაობის დაწყებისკენ სიგნალს უგზავნის/მოუწოდებს.

 

 

 

წყარო:         

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23167-sarcopenia