რა არის სარკოპენია?
სარკოპენია ასაკობრივი მიზეზით გამოწვეული კუნთის მასისა და ძალის პროგრესირებადი დაკარგვაა.
ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს - ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგი სარკოპენიაა. გარკვეულ ასაკში ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამოიმუშავებს კუნთის ზრდისთვის საჭირო პროტეინებს. სწორედ ამ მიზეზით კუნთის უჯრედი ზომაში მცირდება.
დაავადების ძირითადი სიმპტომი კუნთის სისუსტეა. სხვა სიმპტომებია:
- კარგავთ ამტანობის უნარს;
- ენერგიის დაქვეითება;
- გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
- ნელა სიარული;
- კიბეზე ასვლა გიჭირთ;
- წონასწორობას ვერ იცავთ და ხშირად იქცევით;
- კუნთის ზომა მცირდება.
სარკოპენია ვლინდება ასაკის მატების ფონზე. 30 წელს გადაცილებული პირები დროთა განმავლობაში კუნთოვან მასასა და სიმტკიცეს კარგავენ - პროცესი პიკს აღწევს 65-დან 80 წლამდე ასაკში. უხეში სტატისტიკის თანახმად, ყოველ ათწლეულში კუნთის მასის 8%-ს ვკარგავთ.
ასაკთან ერთად სარკოპენიას ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- არ ხართ ფიზიკურად აქტიური;
- სიმსუქნე;
- ანამნეზში ქრონიკული დაავადებები;
- ინსულინრეზისტენტობა;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ჰორმონული დონის შემცირება;
- არ იღებთ ადეკვატური რაოდენობის პროტეინს;
- ორგანიზმმა დაკარგა იმის უნარი, რომ ცილა ენერგიად გარდაქმნას და კუნთს ძალა შემატოს;
- იმ ნერვული უჯრედების რაოდენობაა შემცირებული, რომელიც კუნთებს მოძრაობის დაწყებისკენ სიგნალს უგზავნის/მოუწოდებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23167-sarcopenia
