ორგანიზმის მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფა

ორგანიზმის მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფა

რას ნიშნავს ორგანოს უარყოფა?

ორგანოს უარყოფა მოსალოდნელია ტრანსპლანტაციის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ გადანერგვამდე თუ უშუალოდ ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდგომ ორგანოს უარყოფის პრევენციისთვის ტარდება უამრავი ღონისძიება, კვლევა და ტესტირება, რისკი მაინც რჩება.

დიახ, ორგანოს უარყოფის სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა დანერგა არაერთი საშუალება, რომელიც მიღებულ ორგანოს ფუნქციას შეუნარჩუნებს, წარმოქმნილ საკითხს გაუმკლავდება.

ტრანსპლანტოლოგები გამოყოფენ ორგანოს უარყოფის ორ ტიპს, კერძოდ, მწვავესა და ქრონიკულს.

მწვავე უარყოფა მოსალოდნელია პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ დროს იმუნური სისტემა ახალ, გადანერგილ ორგანოს აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და თავს ესხმის.

ქრონიკული უარყოფა შესაძლოა დადგეს ტრანსპლანტაციიდან წლის შემდეგ ან ნებისმიერ დროს.

ორგანოს ქრონიკული უარყოფა შესაძლოა ხანგრძლივი და შედარებით რთულად სამართავი პრობლემა გახდეს. კომპლექსური მდგომარეობები მნიშვნელოვნად ამძიმებს სურათს, უარყოფის განკურნების პროცესს ართულებს. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები ტრანსპლანტირებული ორგანოს მიმართ - დაავადება ასევე ასუსტებს იმუნურ სისტემას და შეტევის ეპიზოდის პროვოცირებას უწყობს ხელს.

ორგანოს ტრანსპლანტირება სიცოცხლეს უნარჩუნებს და ცხოვრების ხარისხს უუმჯობესებს პაციენტს. აუცილებელია გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის მითითება და ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის გამოვლენისთანავე დროულად მიმართოთ კლინიკას.

 

 

წყარო:  

https://uvahealth.com/services/transplant/transplant-rejection