რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
ქალებში ოვულაციის დარღვევა უნაყოფობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. რეპროდუქციული ჰორმონების რეგულირების პრობლემებითაა გამოწვეული.
შედეგად ჩნდება შემდეგი მდგომარეობები:
- ჰიპოთირეოზი;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- კვერცხუჯრედის ნაადრევი განლევა;
- ორგანიზმში ჭარბი პროლაქტინი.
სიმპტომები განსხვავებულია - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში უნაყოფობა ერთადერთი ნიშანია.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:
- არარეგულარული ციკლი;
- ხასიათის ცვლილება;
- წონის ცვლილება.
მკურნალობის კურსის მიზანია ოვულაციის სიხშირისა და ხარისხის გაუმჯობესება.
შესაძლოა დაინიშნოს ფერტილობისთვის განკუთვნილი ორალური ან ინექცირებადი მედიკამენტები.
სასარგებლოა ცხოვრების წესის შეცვლა - ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული სხეულის წონის შენარჩუნება, რეგულარული ვარჯიში, სტრესის შესამცირებელი ღონისძიებების გატარება.
ჰიპოთირეოზისა თუ ჰიპერთირეოზის დიაგნოზისას ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია.
წყარო:
https://www.templehealth.org/services/conditions/ovulation-disorders
