რა არის პნევმონექტომია?
პნევმონექტომია ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც სრულად იკვეთება მარცხენა ან მარჯვენა ფილტვი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მოწოდებულია ფილტვის კიბოს ან ფილტვის ამომფენზე გავრცელებული კიბოს სამკურნალოდ.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პნევმონექტომიის ჩატარების მიზეზია ის, რომ ფილტვი სერიოზულადაა დაზიანებული არასიმსივნური მდგომარეობების ან ტრავმის გამო.
ქირურგიულ ოპერაციებს შორის პნევმონექტომია სერიოზულ, რთულ მანიპულაციად ითვლება, შესაბამისად, მოსალოდნელია გართულებათა მაღალი რისკი.
პნევმონექტომია მოწოდებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ფილტვის კიბო;
- ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე;
- პლევრის მეზოთელიომა;
- ფილტვის ზოგიერთი ტრავმული დაზიანება;
- ტუბერკულოზი;
- დისემინერებული თიმომა.
პნევმონექტომია შესაძლოა დაინიშნოს შემდეგი მიზეზითაც:
- კიბო მხოლოდ ერთ ფილტვშია და არ გავრცელებულა;
- სიმსივნე ისეთ სივრცეში მდებარეობს, რომ ფილტვის ამოკვეთის გარეშე ქირურგი ვერ მიუდგება.
პნევმონექტომია ვერ ჩატარდება თუ პაციენტს აღენიშნება:
- ფილტვის არაადეკვატური ფუნქციონირება;
- გულის სარქვლის მწვავე დაავადება;
- მწვავე პულმონალური ჰიპერტენზია;
- ცუდი პარკუჭოვანი ფუნქცია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/25003-pneumonectomy
