რა არის ანტიგენი?
ანტიგენი მარკერია, რომელიც იმუნურ სისტემას აცნობებს არის თუ არა ორგანიზმში მავნე სხეული.
ანტიგენი მდებარეობს ვირუსში, ბაქტერიაში, სიმსივნესა და სხეულის ნორმალურ უჯრედებში.
ანტიგენი, როგორც მარკერი, ორგანიზმს უცხო სხეულზე მიუთითებს - იმუნური სისტემა საპასუხოდ ანტისხეულს გამოიმუშავებს და მავნებელი ანტიგენის განადგურებას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ იმუნური სისტემა ერთხელ შეჭრილ ანტიგენს იმახსოვრებს და განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში აღნიშნულ უცხო სხეულს გაცილებით მარტივად, მცირე დროში ანადგურებს - ამ პროცესს იმუნოლოგიური მეხსიერება ეწოდება.
ანტიგენის ტესტირებისას სისხლს, შარდს, განავალს, ნერწყვს ან ორგანიზმის სხვა სითხეს იკვლევენ დაავადების სპეციფიკურ მარკერებზე.
ანტიგენის ტესტით შესაძლებელია ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირება, მდგომარეობის მონიტორინგი და სკრინინგი, ამასთან, იმის დადგენა დონორი შეესაბამება თუ არა ტრანსპლანტირებას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24067-antigen
