კალციუმის დეფიციტი ნეგატიურად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია როგორც კალციუმის დეფიციტი, ისე სიჭარბე.
როცა ორგანიზმში ამ აუცილებელი ელემენტის რეკომენდებული დოზაა, სათანადოდ ფუნქციონირებს კუნთი, გულის რიტმი ნორმას ინარჩუნებს, სწორად მიმდინარეობს ძვლისა და კბილების ფორმირება, ხდება ნერვული გამტარობის რეგულირება, გამომუშავდება ჰორმონები და სხვა.
კალციუმის შეთვისება ზოგიერთი საკვებისა და სასმელის მეშვეობით შეგიძლიათ. კალციუმით მდიდარია:
- იოგურტი;
- რძე;
- ორაგული და სარდინები;
- ყველი;
- ტოფუ (სოიოს ხაჭო);
- მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (განსაკუთრებით სასარგებლოა ბროკოლი, თალგამის ფოთლები; წიწმატი, ხუჭუჭა კომბოსტო);
- გამდიდრებული მარცვლეული;
- ხილის წვენი;
- თხილეული და თესლი (განსაკუთრებით ეფექტურია ნუში, სეზამი);
- პარკოსნები.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/248958