ანტისხეული

ანტისხეული

რა არის ანტისხეული?

ანტისხეული ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის მქონე პროტეინია, რომელსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს.

ანტისხეული თავს ესხმის ანტიგენს (უცხო სხეულს), მაგალითად, ბაქტერიას, სოკოს, ვირუსს, ტოქსინებს და ორგანიზმიდან დევნის.

ანტისხეულს წარმოქმნის ლეიკოციტები.

ანტისხეული მდებარეობს სხეულის სხვადასხვა არეში, მაგალითად, კანში, ფილტვში, ნერწყვში, ძუძუს რძეში - აქ, ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება და სწორედ ამიტომ თვლიან მედიკოსები, რომ ძუძუთი კვება ჩვილის იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

მონოკლონური ანტისხეული მუშავდება და იწარმოება ლაბორატორიაში. იგი ადამიანის იმუნური სისტემის ბუნებრივი უნარის იმიტირებას ახდენს და პათოგენებს ებრძვის. მონოკლონური ანტისხეული, როგორც იმუნოთერაპიის ტიპი, მოწოდებულია ინფექციებთან საბრძოლველად.

მონოკლონური ანტისხეული შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი დაავადებების მკურნალობის კურსისას:

  • კიბო;
  • გულის დაავადება;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ლუპუსი;
  • კრონის დაავადება;
  • ფსორიაზი;
  • ტრანსპლანტირებული ორგანოს უარყოფა.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/body/22971-antibodies