ალერგიული ასთმა

ალერგიული ასთმა

რა არის ალერგიული ასთმა?

ალერგიული ასთმა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ალერგენის ჩასუნთქვის დროს სასუნთქი გზები იკუმშება. რეაქციის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ყვავილის მტვერი, ბეწვი, ქერტლი, ობი. 

დიაგნოზი გავრცელებულია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. ალერგიული ასთმა ასთმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სტატისტიკურად, აშშ-ში 25 მილიონ ადამიანს ასთმა აქვს. 

დამახასიათებელი სიმპტომებია:

• სუნთქვის უკმარისობა; 
• ხშირი ხველა; 
• ხმაური სუნთქვის დროს; 
• გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
• გაჭედილი ცხვირი; 
• ცხვირიდან გამონადენი; 
• ქავილი ან ცრემლდენა თვალიდან; 
• ალერგიული გამონაყარი. 

ალერგიული ასთმის რისკის წინაშე ხართ თუ გიფიქსირდებათ ალერგიით ავადობის ოჯახური ანამნეზი ან თავად გაქვთ ასთმა. 

ალერგიული ასთმა სავსებით შესაძლებელია სერიოზული იყოს და გამოიწვიოს რიგი გართულება.

ყველაზე გავრცელებული გართულებებია: 

• ძილის დარღვევა; 
• ავადობის გამო გიწევთ სამსახურის ან სკოლის გაცდენა; 
• ვერ ახერხებთ ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას; 
• ვერ ერთვებით ისეთი ტიპის სოციალურ აქტივობებში, რომელიც საჭიროებს დიდხანს სიარულს ან ტარდება ღია სივრცეში; 
• ჰოსპიტალიზირება; 
• ხშირი ავადობა.