რა არის აკუპუნქტურა?
აკუპუნქტურა ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობისა და სიმპტომის, მაგალითად, ტკივილის შესამსუბუქებლად.
პრაქტიკოსი ექიმი კანზე ამაგრებს ძალიან პაწაწინა და თხელ ნემსებს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რეკომენდებულია შემდეგი ტიპის ქრონიკული ტკივილის სამართავად:
- ართრიტი;
- ზურგის, კისრის ან კუნთის ტკივილი;
- თავის ტკივილი და შაკიკი;
- მუხლის ტკივილი;
- მენსტრუალური სპაზმი;
- სპორტული ტრავმა;
- სახის ტკივილი და ნერვის სხვა დისკომფორტი.
ჩინური მედიცინის სწავლებით, ადამიანის ორგანიზმში მიედინება ენერგია სახელწოდებით ჩი. პრაქტიკოს ექიმებს სჯერავთ, რომ ჩის დესტრუქცია ორგანიზმის ენერგიის დისბალანსის მიზეზი ხდება, რის გამოც დაავადება ყალიბდება.
აკუპუნქტურა ასტიმულირებს ორგანიზმის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და იმუნიტეტს. შედეგად ადამიანი ახერხებს:
- დაავადებასა თუ სიმპტომზე რეაქციას;
- ორგანიზმში ბალანსის აღდგენას;
- გამოიმუშავებს ბუნებრივ ქიმიკალებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/4767-acupuncture
