გქონიათ მსგავსი მომენტი?
მაგალითად, თუ სანაპიროზე ნიჟარებს ეძებთ სავსებით შესაძლებელია ზღვაში მედუზა ვერც კი შენიშნოთ. იცით რატომ ვერ შენიშნავთ? იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე, ნივთზე, სიტუაციაზე ხართ ფოკუსირებული. სხვები მარტივად შეამჩნევენ მედუზას, რადგან იმ წუთში ფართო პერსპექტივა აქვთ, ანუ მათთვის ნიჟარა მნიშვნელოვანი არ არის.
სელექციური აღქმა ნამდვილად საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენია - ამ დროს ყურადღების/კონცენტრირების უნარი ვიწროვდება.
ეს ფენომენი საინტერესო ექსპერიმენტით დადასტურდა; რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეებს დაავალეს დაეთვალათ თუ რამდენ ბურთს ჩააგდებდნენ კალათბურთელები კალათში. უეცრად მოედანზე გორილას სამოსში გამოწყობილი პირი გამოჩნდა, თუმცა ჯგუფის წევრები იმდენად იყვნენ კონცენტრირებულნი დავალებაზე, რომ ვერც კი შენიშნეს მათ წინ მორბენალი ანიმატორი.
წყარო:
