რატომ გვიყვარს ტელევიზორის ყურება?

რატომ გვიყვარს ტელევიზორის ყურება?

ბევრი ადამიანისთვის სამუშაო დღის ბოლოს სატელევიზიო გადაცემების ყურება განტვირთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია.

დღეს არაერთი ადგილობრივი თუ უცხოური არხი ფუნქციონირებს, შესაბამისად, მრავალფეროვანი სატელევიზიო ეთერი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს - ზოგიერთი ტელესერიალებით ირთობს თავს, ზოგსაც საინფორმაციო სიახლეები იზიდავს ან სულაც დოკუმენტური ფილმების მოყვარულია.

თავისთავად, ტელეეკრანი მავნებელია მაშინ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, მიჯაჭვულია ამ სივრცეს და ან თუ მისთვის საყვარელი გადაცემა ლამის რეალურ ცხოვრებას ანაცვლებს. ასევე საყვარელი სერიალის თუ შოუს ფონზე არაჯანსაღი საკვებითა და გაზიანი სასმელით წახემსებას უნდა მოერიდოთ - თუ ამ მავნე ჩვევაზე უარს არ იტყვით სულ მალე ჭარბ წონაზე ზრუნვა მოგიწევთ.

თუმცა რეკომენდებული დროით ტელევიზორის ყურებას უარყოფითი შედეგი არ მოაქვს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევა აწარმოეს და აცხადებენ, რომ ტელევიზორის ყურებისას ენდორფინები, დოპამინი და სეროტინინი, ანუ ორგანიზმის ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება. ამასთან, ტელევიზორების მოყვარულები აცხადებენ, რომ საყვარელი გადაცემა რეალობისგან დროებით გაქცევაში ეხმარებათ, რაც მათთვის რელაქსაციისა და სტრესის დაძლევის მარტივი საშუალებაა.

გახსოვდეთ, ბოროტად ნუ გამოიყენებთ დროს, რომელსაც ტელეეკრანთან ატარებთ და ზედმეტად ნუ გაინებივრებთ თავს, რადგან მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე აუცილებლად იქონიებს შედეგს.

წყარო:  

https://www.newvalleynews.co.uk/entertainment/the-psychology-of-why-we-love-watching-tv/