კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემის არაერთი დარღვევის სიმპტომია.
დიაგნოსტირების მიზანია სისხლდენის წყაროს აღმოჩენა და იმის დადგენა თუ რამდენად მწვავეა მდგომარეობა.
დიაგნოსტირების მეთოდებია:
- სისხლის ანალიზი;
- განავლის მასალაში სისხლის არსებობის დადასტურება;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა;
- მუცლის ღრუს ზედა მიდამოს ენდოსკოპია;
- კოლონოსკოპია.
ზოგიერთი ტიპის სისხლდენის მართვა შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით.
მედიკამენტური თერაპიის მიზანია:
- კუჭის მჟავიანობის დონის შემცირება;
- სისხლის ნორმალურად შედედების ხელშეწყობა;
- შეშუპების შემცირება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მკურნალობა ხდება უშუალოდ ენდოსკოპიისა თუ კოლონოსკოპიის დროს.
ამ მეთოდებით შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- პათოლოგიური წანაზარდების მოცილება;
- სისხლდენის შესაჩერებელი მედიკამენტის ინექცია;
- სპეციალური ლაზერითა თუ აირით სისხლდენის გამომწვევი ქსოვილის დაშლა.
ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება გადაუდებელი ლაპაროსკოპიული ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding
