როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ადამიანებს?

როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ადამიანებს?

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და შემდეგში ნეგატიური ნაცნობი ხასიათს ვეღარ გაგიფუჭებთ.

ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო სიტუაცია ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარკვეული გარემოებების გამო მათთან კონტაქტს სრულად ვერ ვწყვეტთ. 

ნეგატიური აურის მქონე ადამიანების მთავარი მიზანია გარშემომყოფებს პოზიტიური განწყობა მაქსიმალურად გაუფუჭონ და ყველაზე სასიამოვნო თემაშიც კი ნეგატივი, ბოღმაუარყოფითი კომენტარები ჩააქსოვონ.სამწუხაროდ, ხშირად ნეგატიური ადამიანი მხოლოდ უსიამოვნო ატმოსფეროს არ ქმნის და ფაქტობრივად, ენერგიას გაცლით. თუ როდესმე გაგჩენიათ შეგრძნება, რომ კოლეგასთან, მეგობართან თუ ნაცნობთან კონტაქტის შემდეგ გამოიფიტეთ ეს მათი უარყოფითი აურის დამსახურებაა.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ არ შეხვიდეთ მათთან დისკუსიაში და ნუ გამართავთ დებატებს. დაიმახსოვრეთ, ნეგატიურ პიროვნებას ძალიან მკაცრად განსაზღვრული, ურყევი ხედვა აქვს და თქვენი მოსაზრება თუ შენიშვნა სულაც არ ადარდებს. აუცილებლად გამოთქვით თქვენი კონსტრუქციული მოსაზრება, თუმცა დისკუსიაში ღრმად ნუ შეიჭრებით. 

ზოგიერთი ადამიანი ჩივის, უკმაყოფილებას გამოხატავს და ამ გზით იხვეწება დახმარებას, ანუ რეალურად გვერდში დგომა სჭირდება და ამის აღიარება უჭირს აჩვენეთ რომ თანაგრძნობ.

რეკომენდებულია: 

• საუბარი პოზიტიურ თემაზე გადაიტანეთ; 
• შეძლებისდაგვარად არ მიაქციოთ ყურადღება მის ნეგატიურ კომენტარს; 
• წელიწადში ერთხელ თუ რამე დადებითი წამოსცდებათ აუცილებლად შეაქეთ; 
• ნუ დარჩებით პირისპირ - მაქსიმალურად შეეცადეთ შეხვედრას რამდენიმე პირი ესწრებოდეს, მარტომ რატომ უნდა აიტანოთ ნეგატივი; 
• თუ მცდელობა არ გაჭრის და როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს თქვენთვისშეწყვიტეთ ურთიერთობა, მაქსიმალურად აარიდეთ თავი. 

 

 

წყარო:  

https://www.lifehack.org/articles/communication/9-helpful-tips-to-deal-with-negative-people.html