რა არის ჰიპნოზი, ჰიპნოთერაპია?
ჰიპნოზი (ჰიპნოთერაპია) ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა და კონცენტრირებაზე ფოკუსირებაა. ჰიპნოთერაპიის მიზანია პაციენტს გაუუმჯობესდეს ცხოვრებისეული აღქმა, ემოციები, მეხსიერება, ფიქრი თუ ქცევა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ინიშნება შემდეგი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობების სამართავად:
- დეპრესია;
- პანიკური შეტევა;
- ფობია;
- სტრესი;
- შფოთვა;
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
ჰიპნოზმა შესაძლოა შეამსუბუქოს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სიმპტომები:
- ასთმა;
- ქრონიკული ტკივილი;
- ფიბრომიალგია;
- უძილობა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- შაკიკისმიერი თავის ტკივილი.
ჰიპნოზი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს შემდეგ შემთხვევებში:
- სიმსუქნისა და ჭარბი წონის მართვა, წონის კლების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა დაავადების მკურნალობის კურსისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად;
- თამბაქოს შეწყვეტის პროცესის გასამარტივებლად;
- მენოპაუზით გამოწვეული სიმპტომების ასალაგებლად.
ჰიპნოზის სესია, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. სავარაუდოდ, ჰიპნოთერაპიის რამდენიმე კურსი იქნება საჭირო იმისთვის, რომ პაციენტმა იგრძნოს სასურველი შედეგი, ანუ გაუუმჯობესდეს როგორც მენტალური, ისე ფიზიკური მდგომარეობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/22676-hypnosis
