600 000-ზე მეტმა მოგზაურმა 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებების სია შეადგინა.
15 მიმართულებას შორის თბილისი მესამე პოზიციაზე გავიდა.
„საქართველოს დედაქალაქი 2020 წელს უფრო ტრენდულია, ვიდრე როდესმე ყოფილა. თბილისი იდეალური მიმართულებაა კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. WOW ეფექტი გარანტირებულია. თბილისი პატივს მიაგებს წარსულს და ორიენტირებულია მომავალზე“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი მოგზაურებს ურჩევს, რომ თბილისში სტუმრობისას აუცილებლად მოინახულონ ქართლის დედა და დატკბნენ გამორჩეული პანორამული ხედით დედაქალაქზე, აღმოაჩინონ ღირსშესანიშნაობები, მათ შორის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და სხვა ასობით უნიკალური განცდა ქალაქის ქუჩებში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით მიმზიდველი გაზაფხულსა და ზაფხულშია, როცა ბუნება იღვიძებს და აგრეთვე ზამთარში, საშობაო დეკორაციის, ბაზრობისა და ათასობით ფერადი ნათურის ფონზე.
ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020-ის (European Best Destinations) სია ასე გამოიყურება:
· კოლმარი, საფრანგეთი;
· ათენი, საბერძნეთი;
· თბილისი, საქართველო;
· ვენა, ავსტრია;
· კაშკაიში, პორტუგალია;
· სიბიუ, რუმინეთი;
· ნამური, ბელგია;
· რიეკა, ხორვატია;
· პარიზი, საფრანგეთი;
· ბიდგოჩში, პოლონეთი;
· რომი, იტალია;
· ჰევიზი, უნგრეთი;
· კორკი, ირლანდია;
· როშფორი, საფრანგეთი;
· მენორკა, ესპანეთი.
წყარო:
https://www.europeanbestdestinations.com/european-best-destinations-2020/