შესაძლებელია თუ არა ციკლური ღებინების სინდრომის მკურნალობა?
ციკლური ღებინების სინდრომი ხასიათდება მწვავე ღებინების ეპიზოდებით, რომელიც შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ფიქსირდება მონაცვლეობითი, უსიმპტომო პერიოდიც.
დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღებინებას შესაძლოა ერთვოდეს შემდეგი სიმპტომები:
- დიარეა;
- თავბრუსხვევა;
- მუცლის ტკივილი;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- თავის ტკივილი.
როგორც წესი, სიმპტომები თავს იჩენს დილით.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ამოღებულ მასაში შენიშნეთ სისხლი ან მომატებულია გაუწყლოების რისკი.
ციკლური ღებინების სინდრომის დიაგნოსტირება რთულია, რადგან ღებინება ბევრი დაავადების სიმპტომია, შესაბამისად, არაერთი პათოლოგიაა გამოსარიცხი - დიაგნოზის დადგენას ართულებს ის ფაქტიც, რომ ამ სინდრომის გამოსავლენი რამე სპეციფიკური ტესტი არ არსებობს.
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს შემდეგი კვლევები:
- ენდოსკოპია, ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მოტორიკის ტესტი;
- ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა მეტაბოლური დაავადებების პრობლემების შესამოწმებელი ლაბორატორიული ტესტი.
ციკლური ღებინების სინდრომის განკურნების მეთოდი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ბევრ ბავშვს ეს ჩივილი აღარ აწუხებს ზრდასრულ ასაკში.
ციკლური ღებინებისას მკურნალობის კურსი ფოკუსირებულია სიმპტომების მართვაზე, მაგალითად, ბავშვს შესაძლოა დაენიშნოს გულისრევის საწინააღმდეგო წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები ან მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს კუჭის მჟავას.
გაუწყლოების საპრევენციოდ დაინიშნება ინტრავენური სითხე.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ციკლური ღებინების შესაწყვეტად ან საპრევენციოდ ეფექტურია ის მედიკამენტი, რომელიც შაკიკისთვისაა მოწოდებული.
გაითვალისწინეთ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიმპტომების სიმწვავესა თუ შესაძლო გართულებებზე.
წყარო