ატოპია - ალერგიული მდგომარეობების ჯგუფი

ატოპია - ალერგიული მდგომარეობების ჯგუფი

რა არის ატოპია?

ატოპია ალერგიული მდგომარეობების ჯგუფია, რომელიც ადამიანს ერთად აწუხებს. მკურნალობისთვის მოწოდებულია კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინები და ინჰალატორები.

ატოპიური მდგომარეობებია:

  • ალერგიული ასთმა;
  • ალერგიული რინიტი;
  • კვებითი ალერგია;
  • ეგზემა ან ატოპიური დერმატიტი;
  • ჭინჭრის ციება;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • ეოზინოფილური ეზოფაგიტი.

ატოპიური მდგომარეობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • გაჭედილი ცხვირი ან სურდოვანი გამონადენი;
  • თვალების ქავილი;
  • ცრემლდენა;
  • გამონაყარი;
  • კანის ქავილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ქრონიკული ხველა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • პირის, ყელის, ენის ან სახის შეშუპება.

ატოპიასთან ასოცირებული ალერგიული მდგომარეობების გამომწვევი მიზეზია იმუნოგლობულინი E. იმუნოგლობულინი E ანტისხეულების ტიპს განეკუთვნება, რომელიც ორგანიზმს მავნებელი პათოგენებისგან იცავს, თუმცა ზოგჯერ შეცდომით არამავნებელ ალერგენებსა თუ ნივთიერებებში ერევა, შესაბამისად, იწვევს რეაქციასა და სიმპტომებს.

ატოპიის უდიდესი რისკ-ფაქტორია მემკვიდრული, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ თუ ამ ტიპის ალერგიული მდგომარეობით ავადობს ბიოლოგიური მშობელი ან დედმამიშვილი.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/atopy