რა არის ატოპია?
ატოპია ალერგიული მდგომარეობების ჯგუფია, რომელიც ადამიანს ერთად აწუხებს. მკურნალობისთვის მოწოდებულია კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინები და ინჰალატორები.
ატოპიური მდგომარეობებია:
- ალერგიული ასთმა;
- ალერგიული რინიტი;
- კვებითი ალერგია;
- ეგზემა ან ატოპიური დერმატიტი;
- ჭინჭრის ციება;
- ალერგიული კონიუნქტივიტი;
- ეოზინოფილური ეზოფაგიტი.
ატოპიური მდგომარეობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გაჭედილი ცხვირი ან სურდოვანი გამონადენი;
- თვალების ქავილი;
- ცრემლდენა;
- გამონაყარი;
- კანის ქავილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- ქრონიკული ხველა;
- გულისრევა და ღებინება;
- პირის, ყელის, ენის ან სახის შეშუპება.
ატოპიასთან ასოცირებული ალერგიული მდგომარეობების გამომწვევი მიზეზია იმუნოგლობულინი E. იმუნოგლობულინი E ანტისხეულების ტიპს განეკუთვნება, რომელიც ორგანიზმს მავნებელი პათოგენებისგან იცავს, თუმცა ზოგჯერ შეცდომით არამავნებელ ალერგენებსა თუ ნივთიერებებში ერევა, შესაბამისად, იწვევს რეაქციასა და სიმპტომებს.
ატოპიის უდიდესი რისკ-ფაქტორია მემკვიდრული, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ თუ ამ ტიპის ალერგიული მდგომარეობით ავადობს ბიოლოგიური მშობელი ან დედმამიშვილი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/atopy