რა არის ალტერნატიული მედიცინა?
ალტერნატიული მედიცინა მოიცავს სამედიცინო პრაქტიკათა, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის სისტემათა ფართო ჯაჭვს. ტერმინი ალტერნატიული მედიცინა განმარტავს განკურნების ნებისმიერ ისეთ ფორმას, რომელიც არ არის აღიარებული (ან არ გამოიყენება) ტრადიციულ სამედიცინო პრაქტიკაში.
სტატიაში განვიხილავთ ალტერნატიული მედიცინის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს.
გონებისა და სხეულის თერაპია
დაავადების სამკურნალოდ თუ სამართავად პრაქტიკოსი ექიმი ფოკუსირებულია გონებისა და სხეულის ურთიერთკავშირზე. გონებისა და სხეულის თერაპიისთვის მოწოდებულია მედიტაცია, ჰიპნოზი, იოგა და სხვა მეთოდები.
ბიოლოგიური თერაპია
დაფუძნებულია ბუნებაში არსებულ სუბსტანციებზე, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გზას ხედავენ ჯანსაღ საკვებსა და მცენარეებში. მკურნალობის კურსი მოიცავს საკვებ დანამატებს, მცენარეულ წვეთებს, ზეთებს.
ბიოველის თერაპია
ამ დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია პაციენტმა მანიპულირება გაუწიოს უჩინარ ენერგიას.
ზოგიერთი სამედიცინო სისტემისა და პრაქტიკის მიხედვით, გარკვეულ ენერგიას ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია, შესაბამისად, დაავადების განკურნების მეთოდი სწორედ ამ მავნე ენერგიის ბლოკირებაა.
სხეულზე დაფუძნებული თერაპია
გამოცდილი თერაპევტი პაციენტის სხეულს ამუშავებს თერაპიული სარგებლისთვის, მაგალითია მასაჟი.
მთლიანი მედიცინის სისტემა
რწმენისა და პრაქტიკის კომპლექტი, რომლის სისტემაც ათასობით წელია გამოიყენება და ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მეთოდი ტრადიციული ჩინური მედიცინაა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/alternative-medicine